ბანგლადეშში მეწყერების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა
ბანგლადეშში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141 -მდე გაიზარდა. თავდაპირველად ინფორმაცია 60 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. მეწყერებმა ასობით სახლი გაანადგურა. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ბანგლადეშის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. არ მუშაობს მობილური კავშირი. დაღუპულთა შორის 5 სამხედროა. რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებოდნენ.
ბანგლადეშში მუსონების პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. მას თან ახლავს ძლიერი წვიმები, რაც ხშირად მსხვერპლს იწვევს.