ბრიტანული გაზეთი “Guardian”-ი ტაბლოიდად გადაკეთდება

ბრიტანული გაზეთები “Guardian”-ი  და “Observer”-ი 2018 წლიდან ტაბლოიდის სტილზე გადავა. ამის შესახებ “Guardian Media Group.”-ი იუწყება.
ორივე გაზეთი ამჟამად წამგებიანია. გამომცემლები ვარაუდობენ, რომ ფორმატის შეცვლის შემდეგ, ის 2019 წლიდან მოგებას მოიტანს.
ამჟამად გაზეთი „ბერლინერის“ ფორმატის ფურცლებზე იბეჭდება, რაც საშუალო ზომაა ტრადიციულ გაზეთსა და ტაბლოიდს შორის. ტაბლოიდურ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, გაზეთი  A3-ის ფორმატის ფურცლებზე დაიბეჭდება.
“Guardian”-ის მთავარი რედაქტორის, კეტრინ უინერის განცხადებით, „ბერლინერი“ შესანიშნავი ფორმატია, რომელზეც გაზეთი 12 წლის მანძილზე იბეჭდებოდა, მაგრამ გაზეთის მკითხველები ხარისხიან და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას აფასებენ და არა გაზეთის ზომას“ .
2021 წელს “Guardian”-ი 200 წლის გახდება. 1959 წლამდე ის “Manchester Guardian”-ის სახელს ატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები