ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი სტუდენტი გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი სტუდენტი ოტო-ფრიდერიკ უორმბირი გაათავისუფლა, რომელსაც 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
„პრეზიდენტის დავალებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეის ციხიდან ამერიკელი სტუდენტის გათავისუფლებას მიაღწია. ამჟამად ის აშშ-ში მიემგზავრება და თავის ოჯახში მალე დაბრუნდება“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ციხეებში აშშ-ის კიდევ სამი მოქალაქე რჩება და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს.
22 წლის ამერიკელი სტუდენტი   ოტო-ფრიდერიკ უორმბირი ჩრდილოეთ კორეაში 2016 წელს დააკავეს. მან ერთ-ერთი სასტუმროს კედლიდან პოლიტიკური პლაკატი ჩამოხსნა. უორმბირი ჩრდილოეთ კორეის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები