კახა კალაძე: არავინ დაობს იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა არის განსახორციელებლი

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2017 წელს მარიახუნას მოხმარებისთვის ახალგაზრდებს აღარ უნდა იჭერდნენ.

როგორც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების მომხრეა, ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის მხრივ ქვეყნაში მნიშვნელოვანი რეფორმებია განსახორციელებელი.

“დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა არის განსახორციელებლი და დღეს, 2017 წელს, მარიხუანას მოხმარებისთვის ახალგაზრდები არ უნდა მიდიდოდნენ ციხეში. ამ რეფორმას დიდი შრომა სჭირდება. სენსიტიური თემაა და სწორი ფორმა სჭირდება ამ ყველაფერს. მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, თუმცა რეფორმა აუციულებლად განსახორციელებლია. მაგრამ, ამავე დროს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავიდეთ. ძალიან საფრთხილო რეფორმა უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ პრემიერის დავალებით საშემოდგომო სესიაზე უკვე იქნება გადაწვეტილება მიღებული”, – განაცხადა კახა კალაძემ “მაესტროს ” ეთერში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები