აზერბაიჯანის პროკურატურა უარყოფს დეპუტატის განცხადებას, რომ მუხთარლი თბილისში დააკავეს

აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფგან მუხთარლი 29 მაისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. პროკურატურამ უარყო აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მუხთარლი თბილისში, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს მუხთარლის დასაკავებლად ქართული მხარისთვის არ მიუმართავთ.  „აფგან მუხთარლი 29 მაისს ბელაქანის რაიონში დააკავეს, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა“ – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება და აფგან მუხთარლის ქმედებები შესაბამისად შეფასდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები