მოლდავეთიდან გაძევებული დიპლომატები „ბოევიკების“ „დავერბოვკებით“ იყვნენ დაკავებულები

მოლდავეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხუთი რუსი დიპლომატი, რომლებიც ქვეყნიდან გამოძევებულები იყვნენ, „ბოევიკებს“ „ავერბოვკებდნენ“, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით. ხუთივე პირი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი იყო.
„ეს პირები გაგაუზიიდან ჩამოსულ ადამიანებს „ავებოვკებდნენ“ და მათ როსტოვის ოლქში სპეციალურ საწვრთნელ ბანაკში აგზავნიდნენ“ – აცხადებენ მოლდავეთის დაზვერვაში.
29 მაისს მოლდავეთმა ხუთი რუსი დიპლომატი ნონ გრატას პერსონად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები