ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის გასამართლებული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის გასამართლებული ლომ-ალი გაიტუკაევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ის გასამართლებული პირებისთვის სპეციალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა“ – განუცხადა „ბი ბი სის“ სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინა ავტუშკომ. გაიტუკაევის ნათესავები აცხადებენ, რომ მას ღვიძლის დაავადება ჰქონდა. ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები