რუს ოპოზიციონერს ილია იაშინს 15 -დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერს, მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ თანათავმჯდომარეს ილია იაშინს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ 15 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
იაშინი 12 ივნისს ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის 145 ქალაქში გაიმართა. საერთო ჯამში პოლიციამ 100-ზე მეტია ადამიანი დააკავა.
კიდევ ერთი ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პოლიციამ საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავა. მას მიტინგების ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები