თეა წულუკიანის აზრით, „ბირჟა მაფიას“ წევრებთან დაკავშირებით, პროკურატურისა და სასამართლოს პოზიცია სწორია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, ბუნებრივი მოვლენაა ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტის გაშარჟება. თეა წულუკიანი თვლის, რომ ქართველი რეპერების საქმესთან დაკავშირებით, პროკურორსაც და მოსამართლესაც სწორი პოზიცია აქვთ.
„როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ პროკურორსაც და მოსამართლესაც ჰქონდათ და აქვთ (ჩემი გადასახედიდან, რომელიც შეიძლება სუბიექტური იყოს) სწორი პოზიცია, მით უმეტეს, როცა რეპთან გვაქვს საქმე, ეს გულისხმობს იმასაც, რომ გაშარჟებული იქნეს ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ბირჟა მაფიას“ წევრები გიორგი ქებურია და მიშა მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ 12 ივნისს, დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები