ბანგლადეშში მეწყრულ მოვლენებს 61 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში მეწყრულ მოვლენებს 61 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი ეგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მეწყერები ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებთან მისვლა გართულებულია.
ბანგლადეშის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. არ მუშაობს მობილური კავშირი. დაღუპულთა შორის 5 სამხედროა. რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებოდნენ.
ბანგლადეშში მუსონების პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. მას თან ახლავს ძლიერი წვიმები, რაც ხშირად მსხვერპლს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები