მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა – არიან დაშავებულები

დღეს, 13 ივნისს, ნაშუადღევს, მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ატომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათივე თქმით, სამი მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით ელიზაბეტ ბექველის სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები