ალექსანდრე კობაიძე: ჩვენი მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ უნდა გასხვისდეს

„არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების კონსტიტუციაში წერია, ასევე უნდა ჩავწეროთ, რომ ჩვენი მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ უნდა გასხვისდეს“, – ამის შესახებ “ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბრისას, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​მისი თქმით, აუცილებელია მიწის საკითხი კონსტიტუციის დონეზე იქნეს გაწერილი, რომ სხვა, მომავალ ხელისუფლებებსაც არ მიეცეს საშუალება, სურვილისამებრ შეცვალონ ეს საკითხი. კობაიძე პროექტში გაწერილ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხო. მისი განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გადაუნაწილებელ მანდატებთან და ბარიერთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, დადგება იმის საფრთხე, რომ საქართველო ტოტალიტარული სახელმწიფო გახდეს.
„ძალიან კარგია, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკოსებმა გაიგეს და მიხვდნენ, რომ აუცილებელია ამ საკითხზე კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მათ შემდეგ, სხვა ხელისუფლებებსაც არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ კონსტიტუცია რაიმე ფორმით შეიცვალოს და კვლავ რისკის ქვეშ დადგეს ეს საკითხი. რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების საკითხს, არ არის რელევანტური, რომ მსგავსი მანდატები გამარჯვებულ პარტიას ჰქონდეს. ვენეციის კომისიამ გამოყო 3 საკითხი, რომელიც დამაფიქრებელია. მათ შორის, 5%-იანი ბარიერი, რომელიც პარლამენტის პლურალიზმს ხელს უშლის, მეორეა გაუნაწილებელი მანდატების განაწილების პრინციპი და მესამეა, რომ არ შეიძლება დომინანტი იყოს ერთი პარტია და შენარჩუნდეს მაღალი ბარიერი. აუცილებელია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეისმინოს ხელისუფლებამ, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო არ შევქმნათ“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები