ირაკლი კობახიძე ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობას ულოცავს

“ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თავის გუნდთან ერთად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვის წერილშია აღნიშნული.

“NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თავის გუნდთან ერთად!
ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ, მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა. ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.
ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი! თავისი კარიერით და საქმიანობით, ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის მედალი გადაეცეთ”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები