გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების დირექტორებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა განიხილა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა გააანალიზა.
შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები