გერმანიის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით ოთხი სირიელი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ოთხი სირიელი დააკავა, რომლებიც დაჯგუფების, „ჯებჰათ-ან-ნუსრას“ შემადგენლობაში სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია  NDR იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამი დაკავებული ერთი ოჯახის წევრია. როგორ მოხვდნენ ისინი გერმანიის ტერიტორიაზე, უცნობია.
დაკავებულებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობის და ტერორისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები