ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამის შესახებ გაზეთი  The Guardian-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ვიზიტი იმის გამო გადადო, რომ დიდ ბრიტანეთში მის წინააღმდეგ აქციები იგეგმება. სატელეფონო საუბარში ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის განუცხადა, რომ ის მაშინ ჩავა დიდ ბრიტანეთში, როდესაც ვიზიტს ამ ქვეყნის მოსახლეობა მხარს დაუჭერს.
თეთრ სახლს The Guardian-ის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში აუცილებლად შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები