მიხეილ მგალობლიშვილი: მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში

“მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში”, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს „ბირჟა მაფიას“ გათავისუფლებულმა წევრმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განუცხადა.
მან სასამართლო დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვა და საკუთარი სიმღერის ტექსტიდან ნაწყვეტი შეასრულა.
„დიდი მადლობა ჩემი ჯახის წევრებს, მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს,  ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება. ეს არის ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობა და ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ  უსამართლობას“, – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.​
რაც შეეხება ჯგუფის მეორე წევრს, გიორგი ქებურიას, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

ფოტო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები