ბირჟა მაფიას“ წევრი: ჩვენ არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ

“ჩვენ არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მხოლოდ მორიგი კლიპი”, – ამის შესახებ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი ჭანტურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აკაკი ჭანტურიძემ ისიც განაცხადა, რომ დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილი მასზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტს უარყოფს.
“პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელიც ამბობს, არ ვიცოდი რაში ვიღებდი მონაწილეობასო, მსახიობია. ფორმაში უკან ბიჭები რეპავენ, ყველა ხვდება რაშია საქმე. მიშკამ თქვა, რომ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა. სიმღერის ავტორები ვართ ყველა, მე სასცენო ხელოვნებით ვარ დაკავებული. ფსიქოლოგიური ზეწოლა აბსოლუტურად არავიზე ყოფილა, ქვეყანაში აღარ ბნელა და ნურავის ეშინია. ბოლო კლიპში სპონსორის სახით „აჭარა-ნეტი“ ჩაერთო. ის, თუ რატომ დაიბლარა კადრები, ამაზე „აჭარა-ნეტმა“ უნდა ისაუბროს. ჩვენ არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მხოლოდ მორიგი კლიპი“, – აღნიშნავს აკაკი ჭანტურიძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრების პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სავარაუდოდ, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვლებათ და გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები