ზვიად ქაწაშვილმა თანამდებობა დატოვა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში დაუდასტურეს.
გავრცელებული ვერსიით, ქაწაშვილი სამინისტროში სხვა თანამდებობას დაიკავებს.
ზვიად  ქაწაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები