პეტრე მამრაძე: „რუსთავი 2“-ს ვერც სააკაშვილი უშველის და ვერც სტრასბურგი

„რუსთავი 2“-ს ვერც სააკაშვილი უშველის და ვერც სტრასბურგი“ , – აცხადებს ორგანიზაცია „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
​პეტრე მამრაძე გამოცემასთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „სააკაშვილის ტელევიზიაში დატრიალებული მთელი ეს ბაკქანალია მხოლოდ ფულს უკავშირდება“.
„რუსთავი 2“-ს ვერც სააკაშვილი უშველის და ვერც სტრასბურგი! ამიტომ სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ამბავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „რუსთავი 2“- ში სამართლიანობა აღდგეს და ტელეკომპანია მისმა კანონიერმა მფლობელებმა დაიბრუნონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ – სააკაშვილს არც „რუსთავი 2 ” უშველის და არც პოლიტიკაში მეგობრები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან. სააკაშვილის მზეს რომ ფიცულობენ, ის ხალხი, ვინც ჩემთან საუბრისას „დებილს“, „ იდიოტსა“ და „ გიჟს“ ეძახდა! 2008 წელს, როცა, შევიტყვე, რომ ომისკენ მივექანებოდით, მის რამდენიმე თანაგუნდელს ვთხოვე, გადაეცით, ამას და ამას ნუ აკეთებს, ასე ნუ იქცევა, თორემ დავიღუპებით-მეთქი. – ხომ იცით, რომ გიჟია, მაგას ვერ ვეტყვითო! – მპასუხობდნენ“, – ამბობს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები