ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტს მიიღებს

ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტს მიიღებს. როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად, განხილული იქნება აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხი. საკითხის განხილვა 15 ივნისს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. 30 მაისს კი ის ბაქოში აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 29 მაისს თბილისში თავის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, აზერბაიჯანის საზღვარზე მიიყვანეს და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა ჩაუდეს.
30 მაისს მუხთარლის ბრალდება სამი მუხლით წაუყენეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ბაქოს საქალაქო სასამართლომ აფგან მუხთარლის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები