სპეციალისტების ჯგუფი 24 საათინ რეჟიმში აგრძელებს მონიტორინგს მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ მეწყრულ უბნებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი 24 საათინ რეჟიმში აგრძელებს მონიტორინგს მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ მეწყრულ უბნებზე.
გეოლოგების რეკომენდაციით წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე რჩებიან სპეციალიტები, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება შემდგომი გასატარებელი ღონისძიებებისათვის.
სინოპტიკოსების განმარტებით 11 ივნისს დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ზოგან ელჭექი, სეტყვის განვითარების შესაძლებლობა შემცირებულია, შესაძლებელია დროგამოშვებით იქროლოს დასავლეთის მიმართულების ქარმა.
12 ივნისს დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები