ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ე.წ.  ახალ გზაზე უსაფრთხოების გამო მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს.  ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. აღნიშნული ღონისძიება პრევენციის მიზნითაა გამოწვეული, რადგან უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს წყალმოვარდნის საფრთხე.
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის ცენტრალურ გამზირებზე ასევე უხვადაა დაგროვილი წყალი, რადგან სანიაღვრე სისტემები მის გატარებას ვერ ასწრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები