სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილება 26 ივნისს გამოცხადდება

​საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – თამარ ჭუნიაშვილი 26 მაისს გამოაცხადებს. საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მხარეებმა შეკითხვების დასმის, მტკიცებულებების განხილვისა და პაექრობის ეტაპი დღევანდელ პროცესზე დაასრულეს.
​როგორც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი – როინ მიგრიაული აცხადებს, სასამართლოს აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გაუქმდეს სეოკ-ის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები. მოსარჩელე მხარეს საქმეში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, წარმოდგენილი აქვს იმ 10 ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც მათი თქმით, არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა. მხარე იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება მიღებული. მოპასუხე მხარე არც ერთ მტკიცებულებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ის საქმესთან კავშირში არ არის.
​საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 ივნისს 15:00 საათზე გამოაცხადებს. საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები