ისლამისტებთან ბრძოლაში ფილიპინების ჯარს ამერიკელი სპეცრაზმელები ეხმარებიან

ფილიპინების ქალაქ მარავის გათავისუფლებაში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ამერიკელი სპეცრაზმელები ეხმარებიან. ეს ქალაქი ორი კვირის წინ ისლამისტებმა დაიკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და ადგილობრივ ჯარს ტექნიკურ დახმარებას უწევენ.
ფილიპინელი სამხედროები ქალაქ მარავის აღებას უკვე ორი კვირის განმავლობაში ცდილობენ. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 58 სამხედრო მოსამსახურე, 138 „ბოევიკი” და 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ბოლო დროს, აშშ-ფილიპინების ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა, თუმცა, როგორც ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, ამჟამად გაურკვევლობა აღარ არსებობს და დაძაბულობა მხოლოდ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განცხადებებს უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები