კოალიციის ავიაციის დარტყმის შედეგად, სამი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა

სამი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა სამხრეთ ავღანეთში ამერიკული ავიაციის იერიშის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
მომხდარი ფაქტი ამერიკელმა სამხედროებმაც დაადასტურეს. ე.წ მეგობრული ცეცხლი თვითმფრინავებმა ჰელმანდის პროვინციაში გახსნეს. დაღუპულები ავღანეთის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები არიან.
ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მეთაურობამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ამერიკელი სამხედროები მომხდართან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები