ალექსანდრე ჯეჯელავა “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებას ეხმაურება

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მუსიკალური ჯგუფის, “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებას გამოეხმაურა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, სამართალდამცავების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
„ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცავების მიმართ, არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად, ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ და საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, მგონი არასერიოზულია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები