“რუსთავი 2”-ში მიმდინარე გადაადგილებები პოლიტიკურ ძვრებთანაა დაკავშირებული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხორციელდება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, “ტელევიზიის მფლობელს, ბატონ მიხეილს აქვს თავისი ინტერესები „რუსთავი 2“-ის მიმართ და ეს ასახულია იმ ცვლილებებში, რომელიც მენეჯმენტში ხორციელდება”.
მისივე თქმით, ტელევიზიაში მიმდინარე გადაადგილებები პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხორციელდება.
,,ჩვენ არანაირი სუბიექტური ინტერესები არ გვაქვს ამ ტელევიზიის მიმართ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხორციელდება. ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესებს დავაკვირდეთ. ჩვენთვის მთავარია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების უფლებების დაცვა და ასევე მედიაპლურალიზმის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ კუთხით განვახორციელებთ მონიტორინგს.
ბუნებრივია, ტელევიზიის მფლობელს, ბატონ მიხეილს, აქვს თავისი ინტერესები „რუსთავი 2“-ის მიმართ და, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება იმ ცვლილებებთან, რომელიც მენეჯმენტში ხორციელდება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები