ქიბარ ხალვაში: ყარამანიშვილი სააკაშვილის მსხვერპლია, რა ფორმაში იქნება და რა თანამდებობაზე მნიშვნელობა არ აქვს

“ყარამანიშვილი უკვე სააკაშვილის მსხვერპლია და რა თანამდებობას დაიკავებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”, – ასე ეხმაურება ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად გია ყარამანიშვილის შესაძლო დანიშვნას.
როგორც ხალვაშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ყარამანიშვილი უკვე სააკაშვილის მსხვერპლია და რა თანამდებობას დაიკავებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„საკუთრების უფლების აღდგენას სტრასბურგის სასამართლო და სახელმწიფო ახლა წყვეტს. ქართულმა სასამართლომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად გია ყარამანიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ყარამანიშვილი უკვე სააკაშვილის მსხვერპლია. რა ფორმაში იქნება და რა თანამდებობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას? პროცესები იმის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც აქამდე ხდებოდა. არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა კონფლიქტის გარეშე დასრულდეს. გასაკვირია, აქამდე როგორ გაძლეს ერთად“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.
„რუსთავი 2“-ის გუნდი დღეს არხის დამფუძნებლებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და არსებულ მდგომარეობას შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ძმები ყარამანიშვილებიც დაესწრებიან.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები