მარინა ბერიძე: ჩვენ გვინდა, ნიკა გვარამია დარჩეს თანამდებობაზე

“ჩვენ ასე გვინდა – ნიკა გვარამია დარჩეს თანამდებობაზე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “სხვა შუადღის” ერთ-ერთმა წამყვანმა, მარინა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ბერიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ვითარებაში გასარკვევად მივიდა“რუსთავი 2“- ში.
„მოვედი სამსახურში, რომ გავარკვიო რა ხდება ჩვენს არხზე“, – აღნიშნა ბერიძემ.ნიკა გვარამიას მიერ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლები ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები