დავით ნარმანია: თბილისის ახალი მერის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ახალი მერის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.
მისი თქმით, აღნიშნული კანდიდატი იქნება ძალიან ღირსეული, რომელიც ღირსეულად გაიმარჯვებს.
„ჩემს შემცვლელად მოვიაზრებ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რომელიც უახლოეს მომავალში დასახელდება.
იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულად გაიმარჯვებს და გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან საქმეებს, რომელიც დაწყებულია ქალაქში და ძალიან ბევრ სიახლესაც შემატებს ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები