საერთაშორისო კოალიციამ სირიაში ასადის ძალების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

 სირიაში ანტიტერორისტული კოალიციის ძალებმა ბაშარ ასადის ფორმირებების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელმაც საერთაშორისო ძალებზე შეტევა განახორციელა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კოალიციის წარმომადგენლის, რაიან დილონის განცხადებით, საფრენმა აპარატმა საერთაშორისო ძალებს ბომბები დაუშინა და განმეორებითი შეტევის მცდელობის დროს ის გაანადგურეს.
კოალიციურ ძალებში არავინ დაშავებულა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სირიის სამთავრობო ძალებმა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ქვედანაყოფებზე იერიში განახორციელეს. მანამდე კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალების ორ ავტომობილზე ქალაქ ატ-ტაიფის მიდამოებში იერიში მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები