ლევან გამყრელიძე: საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყება

​ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი ლევან გამყრელიძე უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს. ლევან გამყრელიძემ უწყებაში რეორგანიზაციის მიზეზად ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მეტი ეფექტურობის აუცილებლობა და სამსახურის გაძლიერება დაასახელა.
„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა, ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ.ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან წარსული გაიხსენა და მოკლედ გააცნო ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.
“ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა,“ – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
ლევან გამყრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას დღეიდან იკავებს. ამ პოსტზე მან გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც კარიერას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს. ლევან გამყრელიძეს მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილებაც აქვს, სადაც ის სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები