“ნიკა გვარამიას თანამდებობა, ჯერჯერობით, არ დაუტოვებია”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თანამდებობა, ჯერჯერობით, არ დაუტოვებია. ამის შესახებ არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა “საზოგადოებრივთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ნიკა გვარამია ჯერ თავის ადგილზე რჩება და მუშაობს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, აუცილებლად შეიტყობთ. გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვადასტურებ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები