გიორგი მღებრიშვილმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.
შს მინისტრმა ზურაბ ჭაბაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში 23 წელია მუშაობს, 2014 წლიდან კი შსს-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანაყოფს – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები