თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად პოზიტიურია

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად პოზიტიურია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
​მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო სისტემას ეხება. ჩუგოშვილის ინფორმაციით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ცალ-ცალკე, 5-პროცენტიანი ბარიერიც, ბლოკების აკრძალვაც და ბონუსის სისტემაც ლეგიტიმურია.
“რაც შეეხება ჩვენს შემთხვევაში, კომბინაციურად სამივეს გამოყენებას, რეკომენდაციები აქ აქვთ. მათ შორის, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ზღვარი დაუწესდეს იმ ტიპის ბონუსს, რომელიც შემოთავაზებულია. ეს ჩვენთვის სიახლე არ არის, რადგან როცა შეხვედრები გვქონდა, ეს ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან იქნა გამოთქმული და საზოგადოებაც ინფორმირებული იყო, რომ რეკომენდაციები საარჩევნო სისტემას შეეხებოდა. ერთი-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებით ვიღებთ, ზუსტად ისაა, რომ ბონუსის გზით, ზღვარის დაწესების გზით, გარკვეული ხარვეზი აღმოიფხვრას, თუ რეკომენდაცია შევასრულოთ, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან წარმოდგენილია. რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ და საზოგადოებისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ვასრულებთ და სრულად ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ამ პირობას ვასრულებთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები