ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებით, კრივის ფედერაცია განმარტებას აკეთებს

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ამერიკაში ქართველი სპორტსმენების, ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის დაკავებას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.
მისი თქმით, ხურციძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
“რაღაც ინფორმაციები ჟონავს ჩვენი საერთო სამეგობროდან. ავთანდილს ვუკავშირდები, თუმცა არ პასუხობს. შეიძლება, პატარა გაუგებრობა იყოს. ვესაუბრე ასევე, პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელს, გიორგი კანდელაკს, მათაც არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. თუნდაც იყვნენ დაკავებული, ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობაა. უბრალოდ, ვფიქრობ, იყო გულშემატკივრების შეკრება და ამ გაუგებრობაში მოყვნენ.
ვიმედოვნებ, ყველაფერი გაირკვევა. ხურციძე უკვე სამი წელია, ამერიკაშია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონობის დაცვისთვის, ამიტომ იყო იქ. მაყაშვილის შესახებ არ ვიცი. ვინმეს კავშირი ჰქონდა თუ არა კრიმინალთან, ბიზნესმენთან, არ ვიცი. არა მგონია, მათ კავშირი და მეგობრული ურთიერთობა კრიმინალებთან ჰქონდეთ”, – განაცხადა დავით წიკლაურმა.
ნიუ-იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები