ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსს დღეს წარადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, წარდგენა 17:00 საათზეა დაგეგმილი.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები