დავით ზალკალიანი: აშშ-ში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულო პროცესში ჩაერთვება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, ჩაერთოს ამ პროცესში. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როგორც კი ამერიკაში გათენდება, საკონსულო შესაბამის სტრუქტურებთან ამ პროცესში ჩაერთვება.
“ეს ძალიან ახალი ინფორმაციაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ. ჩვენს გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, ჩაერთოს ამ პროცესში. დეტალებს ვარკვევთ. როგორც კი გვექნება დამატებითი დეტალები, აუცილებლად მოგაწვდით. ახლა იქ ღამეა და როგორც კი გათენდება, გენერალური საკონსულო შესაბამის სტრუქტურებთან ამ პროცესში ჩაერთვება და დამატებითი დეტალების მიღებისთანავე, გაცნობებთ”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.​
​შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
​დაკავებულთაგან 15 ქართველია. დაკავებულებს შორის, სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები