„ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები“ ნიგერიაში ქალაქს თავს დაესხნენ

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკები” ქალაქ მაიდუგურის  დაესხნენ თავს. ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სროლის და აფეთქებების ხმები ისმოდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მოსახლეობას შორის დაჭრილები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ბოევიკების“ შეტევა სამართალდამცველებმა მოიგერიეს. თავდასხმაში თვითმკვლელი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ.
მაიდუგურის მოსახლეობა 1 მილიონს აღემატება. ეს ქალაქი ბორნოს პროვინციის ცენტრია, სადაც „ბოკო ჰარამის“ ბოევიკები ხშირად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას.
ბოლო თვეებში, ნიგერიის ხელისუფლებამ დაჯგუფების წინააღმდეგ რამდენიმე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები