გივი თარგამაძე: პროკურორებთან შეხვედრა თავად მოვითხოვე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მისი განცხადებით, პროკურორებთან შეხვედრა თავად მოითხოვა. გივი თარგამაძე გეგმავს, პროკურატურას მისი მანქანის აფეთქებაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელი დაუსახელოს.
“ამ საქმის მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი დაკავებული არ არის.
არ ვიცი, ის სად იმყოფება. სამაგიეროდ, ვიცი სად არიან ამ საქმის სხვა ფიგურანტები და ამას გამოძიებას ვეტყვი”, – განაცხადა თარგამაძემ. თარგამაძე პროკურატურაში ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები