სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტაციის გადაგზავნის პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტაციის გადაგზავნის პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამი კანდიდატის: ლადო ჭანტურიას, სოფიო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის ის დოკუმენტები მზადდება, რომლებსაც მათგან ევროპის საბჭო მოითხოვს.
“მზადდება სახელმწიფოს მხრიდან საბუთები გასაგზავნად და ალბათ, ამ კვირის ბოლომდე, დასრულდება გადაგზავნის პროცესი, შემდეგ ჩვენ გველის წინ სამეტაპიანი პროცედურა: პირველი არის ძირითადად, სტრასბურგის ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი ფილტრაციის კომიტეტი, რომელმაც საბუთების მიხედვით უნდა დაახასიათოს და შეაფასოს თითოეული მათგანი. შემდეგ თვითონ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტი, სადაც ჩვენ გვყავს ეკა ბესელია წევრად, იქ მოხდება სიის დასაშვებობაზე მსჯელობა. დასაშვებობის შემთხვევაში, მოხდება კადიდატებთან გასაუბრება და ერთი ან მეტი კანდიდატისთვის რეკომენდაციის მიცემა, რომ კენჭი ეყაროს შემოდგომაზე ასამბლეაზე ამ სამ კანდიდატურას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
​შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ( ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთს შეარჩევს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოდან აქამდე წარდგენილი კანდიდატების სია ჩააგდო, რის შემდეგაც ახალი სიის გაგზავნის აუცილებლობა დადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები