არჩილ თალაკვაძე: აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიდის ნორმალური ტემპებით და გამჭვირვალედ

“აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიდის ნორმალური ტემპებით და გამჭვირვალედ, საზოგადოება ინფორმირებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია ათეულობით მოწმე, იგეგმება თავად  მუხთარლის დაკითხვა აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების სისტემის მიერ.
“ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, მიმდინარეობს ტელეანძის მონაცემების დამუშავება, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია ათეულობით მოწმე, იგეგმება თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების სისტემის მიერ. ვფიქრობ, გამოძიება მიდის ნორმალური ტემპებით და გამჭვირვალედ, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებულია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება თავად ფაქტს, თალაკვაძეს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება, არც ერთი ფორმით, მუხთარლის საქმეში არ იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები