თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურორმა მოადგილეების რაოდენობის გაზრდა თავად მოითხოვა

“მთავარმა პროკურორმა თავად მოითხოვა შტატის დამატება”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის მოადგილეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, აღნიშნული აქტი მთავრობამ დაამტკიცა.
“პროცედურა კი იყო შემდეგი: მთავარმა პროკურორმა მოითხოვა შტატის დამატება, ეს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის აქტით, რის შემდეგაც, ჩემ მიერ შეტანილ იქნა საშტატო ნუსხაში შესაბამისი ცვლილება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 6 ივნისს ბრძანება გამოსცა, რომელიც მთავარ პროკურორს ახალი მოადგილის დანიშვნის საშუალებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები