„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „ვერტიკალური პარკირების“ პრეზენტაცია გაიმართა

6 ივნისს „სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის“ პრეზენტაცია გამართა. პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის პარკირების შესაძლებლობას აძლევს. კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო. ღონისძიებას „საპარტნიორო ფონდის“, თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები და სტარტაპერები ესწრებოდნენ. პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორები არიან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი სერგო ჯორბენაძე, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი ფრიდონ გუნცაძე. „ვერტიკალური პარკირების“ პროექტი „სტარტაპ საქართველომ“ გამარჯვებულთა შორის სექტემბერში გამოავლინა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია, რომელშიც „სტარტაპ საქართველოს“ ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 59 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები