ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში -„საკითხს შოუს ელემენტები უნდა მოსცილდეს“

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების პროტესტს უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიების კუთხით, მიმდინარეობს მუშაობა და საკითხს „შოუს ელემენტები უნდა მოსცილდეს“.

„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტების პროტესტის გამო, კომიტეტის სხდომა ვერ იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები