პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც შვეიცარიის კონფედერაციიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან ბოძაშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები