აფგან მუხთარლის ოჯახს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა.ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაცვა აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ. ”გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს. ასევე, მათ შეეძლებათ, გამოიყენონ განგაშის ზარი. იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. თბილისის ძველი პოლიციის N1 განყოფილებაში ლეილა მუსტაფაევა, ადვოკატთან ერთად, უწყების წარმომადგენლებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა. ადვოკატისა და თავად ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საუბარი ძირთადად, აფგან მუხთარლის ოჯახისა და საქმეში არსებული მოწმეების უსაფრთხოებას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები