ლევან იზორიამ სახალხო დამცველს უწყებაში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო. ლევან იზორიამ ომბუდსმენს სისტემაში მონიტორინგის განხორციელებისა და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები