ეკა ბესელია: გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას

“გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ ვინ დაინიშნება საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურში დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები და ამ სიახლეების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განმარტებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ ინიშნება. იგი ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები